
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბზუბზუს საჯარო სკოლაში სწავლება დისტაცნიურ რეჟიმში, აქტიურად მიმდინარეობს.
სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ჩართულნი არიან ონლაინ საგაკვეთილო პროცესში. სწავლებისთვის სკოლა იყენებს სპეციალურ გაკვეთილების ცხრილს და სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმას.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, გასულ სასწავლო წელთან შედარებით, გამარტვებულია დისტანციური სწავლების პროცესი, რადგან როგორც მასწავლებლებმა, ასევე მოსწავლეებმა კარგი გამოცდილება მიიღეს.