საქობოს საჯარო სკოლის პედაგოგი და მოსწავლეები სამეწარმეო განათლების პროგრამაში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
25-11-2020

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის  მოსწავლეები მასწავლებელ ვერიკო პარწიკანაშვილის ხელმძღვანელობით ჩართული იყვნენ პროგრამაში - „იყავი მეწარმე“.

პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს ახალგაზრდების თვითდასაქმების და დასაქმების  შესაძლებლობების გაზრდას. მოსწავლეების მიერ გაგზავნილი პროექტებიდან ერთი ინდივიდუალური და ერთი ჯგუფური პროექტი შეირჩა.

მასწავლებელი და მოსწავლეები ​სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ და დაფინანსებას ელოდებიან.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203