ბანოჯის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
25-11-2020

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბმა „ნორჩი დემოკრატები“, სამოქალაქო განათლების პედაგოგის ხელმძღვანელობით, ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნა.

პრეზენტაციის წარმოდგენის შემდეგ დისკუსიაში აქტიურად ჩაებნენ როგორც საშუალო და საბაზო საფეხურის, ასევე დაწყებითი კლასების მოსწავლეები.

ღონისძიება კაჰუტის ინოვაციური პროგრამით დასრულდა და მოსწავლეთა შთაბეჭდილება ფოიეში განსჯის სასიამოვნო თემა გახდა.

ღონისძიება შეაჯამა სკოლის დირექტორმა ნინო წილოსანმა და ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანია გახსნილად გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203