
ქუთაისის N35 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა - დარეჯან ჭუმბურიძემ და ნატო დათუსანმა წლის საუკეთესო პედაგოგის წოდება მიიღეს. ისინი სიგელებით დაჯილდოვდნენ.
„დირექცია ულოცავს ქალბატონ დარეჯან ჭუმბურიძეს და ქალბატონ ნატო დათუსანს წლის საუკეთესო პედაგოგის წოდებას“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.