
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ თაბაგრების საჯარო სკოლის გეოგრაფია-ბიოლოგიის მასწავლებელმა თინათინ ბაძგარაძემ გარე დაკვირვება დისტანციურად, წარმატებით გაიარა. პედაგოგმა დაგეგმილი გაკვეთილი საინტერესოდ ჩაატარა, უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და მას წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება.
„სკოლის დირექცია და პედკოლექტივი ვულოცავთ კოლეგას მიღწეულ წარმატებას და ჩვენი სკოლის ყველა მასწავლებელს ვუსურვებთ პროფესიულ წინსვლას“,-აღნიშნულია დირექციის ინფორმაციაში.