ბერეთისის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა - ხათუნა კვიჟინაძემ და ლალი ტაბატაძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს
25-11-2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებისა და კარიერული წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სკოლის ქიმიის პედაგოგმა, ხათუნა კვიჟინაძემ და დაწყებითი კლასების მასწავლებელმა, ლალი ტაბატაძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს და სტატუსი აიმაღლეს.

სკოლა პედაგოგებს წარმატებას ულოცავს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203