
ზაზა დამენიას სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებისა და კარიერული წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის ბიოლოგიის პედაგოგმა, ლია მურვანიძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა.
ოზურგეთის საჯარო სკოლა ულოცავს ლია მურვანიძეს წამყვანი პედაგოგის სტატუსის მოსაპოვებლად გარე დაკვირვების წარმატებით გავლას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.