
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებისა და კარიერული წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის ორმა პედაგოგმა, დაწყებითი კლასების მასწავლებელმა შორენა მოდებაძემ და უცხო ენის (ინგლისური ) მასწავლებელმა ეკატერინე ქებაძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს.
სკოლა მათ ამ წარმატებას ულოცავს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.