
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად წარმართავს.
სკოლის დირექტორი ინგა ცირეკიძე დისტანციური სწავლების გამოწვევებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ყველა მოსწავლეს არ აქვს კომპიუტერი, რის გამოც მასწავლებლები „მესენჯერს“ მიმართავენ.
„დისტანციური სწავლება მიმდინარეობს ჩვენ სკოლაში, ვერ ვიტყვი რომ ადვილია, რადგან ყველა მოსწავლეს ოჯახში არ აქვს კომპიუტერი, რომ „თიმსით“ შევძლოთ საგაკვეთილო პროცესის წარმართვა, მობილურის ეკრანი კი ამის საშუალებას არ გვაძლევს.
ამის გამო ძირითადად ვიყენებთ „მესენჯერს“, რომელშიც აქტიურად და სრულად არის ჩართული ყველა მოსწავლე“,- აღნიშნავს ინგა ცირეკიძე.