ჯაბნიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო ოლიმპიადაში აქტიურად ჩაერთვნენ
25-11-2020

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში აქტიურად ჩაერთვნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, საგნების მიხედვით სხვადასხვა რაოდენობის ბავშვები არიან ჩართული სხვადასხვა კლასებიდან.

„წინა წლებში ყოველთვის იყო ჩვენი სკოლიდან მოსწავლე და წელსაც გვაქვს იმედი, რომ წარმატებას მიაღწევენ“,- დასძენს სკოლის წარმომადგენელი.

სკოლა მოსწავლეებს ოლიმპიადაში წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203