
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები მუსიკის გაკვეთილზე ავსტრიელი კომპოზიტორების შემოქმედებას გაეცნენ და პროექტის - „ვენის კლასიკოსები“ განხორციელება გადაწყვიტეს.
პროექტი მიზნად ისახავდა ინფორმაციის მოძიების, მისი წარდგენის, მუსიკის მოსმენა-ანალიზის უნარის განვითარებას და კომპოზიტორების ცხოვრებისა და შემოქმედების დეტალების გაცნობას.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტმა განსაზღვრა თუ რისთვის ქმნიდნენ ადამიანები მუსიკალურ ნაწარმოებებს.
პროექტს პედაგოგი ნინელი ვიბლიანი ხელმძღვანელობდა.