მუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემეცნებითი ხასიათის პრეზენტაცია გამართეს
25-11-2020

13 ნოემბერს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლის მეშვიდე და მეათე კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაცია წარმოადგინეს. 

X კლასის მოსწავლეთა პრეზენტაციის თემა იყო - „ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა კონვენცია“, VII კლასის კი - „ქვის ხანის ცივილიზაცია საქართველოში“. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პრეზენტაცია შემეცნებითი ხასიათის იყო. მომხსენებლებმა აუდიტორიას გააცნეს კონკრეტული საკითხების ირგვლივ არსებული ინფორმაცია, რომელიც საინტერესო აღმოჩნდა დამსწრე საზოგადოებისათვის. მოსწავლეებს გამოჩენილი აქტიურობისათვის მადლობის სიგელები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203