
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბედიანის საჯარო სკოლას 2 წამყვანი მასწავლებელი შეემატა.
სკოლა პედაგოგებს - ხათუნა კრაველიძეს და თეა ნინუას გარე დაკვირვების გაკვეთილის წარმატებით ჩატარებას ულოცავს.
„ვულოცავთ ხათუნა კრაველიძესა და თეა ნინუას გარე დაკვირვების გაკვეთილის წარმატებით წარმართვას დისტანციურ ფორმატში და კვლავაც ვუსურვებთ წინსვლასა და განვითარებას!“,- ნათქვამია მისალოც წერილში.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.