დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებას წარმატებით წარმართავს
24-11-2020
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებას აქტიურად განაგრძობს.
ამ პროცესში ჩართულნი არიან სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები.
პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ და სხვადასხვა სასწავლო რესურსს აწვდიან. მოსწავლეებიც ინტერესით არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნის და ნიჭის წარმოჩენას ცდილობენ.