
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკის საჯარო სკოლაში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ეტაპის ტესტირება ჩატარდა.
მოსწავლეები შესარჩევი ტურის ტესტირებაში მონდომებით ჩაერთვნენ. ტესტირების დღესთან დაკავშირებით სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. მეორე ეტაპზე გადავიდა სამი მოსწავლე - ნიკოლოზ გოგაშვილი, გიორგი გოგაშვილი და დავით ხიზანიშვილი, რომლებიც ასპარეზობას აგრძელებენ.
სკოლა მათ წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
„ეტალონის“ შესარჩევი ეტაპი ყველა სკოლაში რეგულაციებისა და დისტანციის სრული დაცვით გაიმართა.