ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა.
საკლასო ოთახები და ინვენტარი სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა.
„ჩვენი სკოლა სასწავლო პროცესის აღდგენის მოლოდინში... მასწავლებლებისა და მოსწავლეების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით და ყველა წესის დაცვით აქტიურად ვემზადებით სწავლის გასაგრძელებლად...შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე (COVID19) სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა საკლასო ოთახები და ინვენტარი...გისურვებთ მშვიდობას და ჯანმრთელობას!“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.