კოლოტაურის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ინგა ჩიფჩიურმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
24-11-2020

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლოტაურის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებისა და კარიერული წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სკოლის ისტორიის პედაგოგმა ინგა ჩიფჩიურმა წარმატებით გაიარა გარე დაკვირვება და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.

სკოლა ულოცავს მას და უსურვებს შემდგომ წარმატებას.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203