
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანის N2 საჯარო სკოლაში სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს.
დირექტორის თქმით, გასულ სასწავლო წელთან შედარებით, როდესაც დისტანციური სწავლება ახალი დანერგილი იყო, ამჯერად ბევრად უკეთესი მდგომარეობაა, უკვე მეტი გამოცდილება აქვთ პედაგოგებსაც და მოსწავლეებსაც და სწავლის ხარისხი დღითიდღე უმჯობესდება.
პედაგოგები გაკვეთილებს „თიმსის“ საშუალებით ატარებენ. დისტანციურ სწავლებაში ყველა მოსწავლე აქტიურად ერთვება.