
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლის დირექტორს, სამოქალაქო განათლების პედაგოგს თამილა ქურხაშვილს, რომელმაც წარმატებით გაიარა გარე დაკვირვების ეტაპი, წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
სკოლის პედაგოგები დირექტორს წარმატებას ულოცავენ.
„ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლის პედაგოგები ქალბატონ თამილა ქურხაშვილს ვულოცავთ წარმატებას და ვუსურვებთ წინსვლას“,- ნათქვამია მისალოც წერილში.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.