ოროჯალარის საჯარო სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში, რეგულაციების დაცვით, მიმდინარეობს
24-11-2020

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში, რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

როგორც დირექტორმა ქაჩავან ჰანესიანმა აღნიშნა, პანდემიას მათ სკოლაში გავლენა არ მოუხდენია და სასწავლო რეჟიმი არ შეუცვლია.

ყველა მოსწავლე დადის სკოლაში და ისინი აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესში.

ადმინისტრაცია მოსწავლეთა და დასაქმებულთა ჯანმრთელობაზე ზრუნავს, შესაბამისად, სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები მაქსიმალურად დაცულია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203