ხანის საჯარო სკოლაში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ეტაპის ტესტირება ჩატარდა
24-11-2020

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ეტაპის ტესტირება ჩატარდა.

მოსწავლეები შესარჩევი ტურის ტესტირებაში მონდომებით ჩაერთვნენ. ტესტირების დღესთან დაკავშირებით სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.


სკოლის ადმინისტრაცია თავის მოსწავლეებს უსურვებს წარმატებებს მომდევნო ტურში.

„ეტალონის“ შესარჩევი ეტაპები ყველა სკოლაში რეგულაციებისა და დისტანციის სრული დაცვით გაიმართა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203