
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში.
ოლიმპიადაზე საკუთარ შესაძლებლობებს 56-მდე მოსწავლე ცდის. პედაგოგები მოსწავლეთა ქულების გათვალისწინებით ფიქრობენ, რომ მეორე ტურში მათი სკოლიდან ბევრი მოსწავლე გადავა.
დირექცია და პედაგოგები წარმატებებს უსურვებენ მონდომებულ მოსწავლეებს.
წელს ოლიმპიადის პირველი ტური ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტო