„კახეთი-საქართველოს ისტორიული მხარე“-წყალტუბოს N4 სკოლის მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით გაჯერებული შემაჯამებელი გაკვეთილი ჩაუტარდათ
24-11-2020

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა შემაჯამებელ გაკვეთილზე თემა: „კახეთი-საქართველოს ისტორიული მხარე“ საინტერესოდ განიხილეს. მათ ამ საკითხზე გაკვეთილი საგანში - „ჩემი საქართველო“ ჩაუტარდათ.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნახატები, ჩანაწერები და დამატებითი რესურსები. მათ წერილები გაუგზავნეს თანატოლებს ფერეიდანში.

„მსგავსი გაკვეთილები ზრდის არა მარტო ცოდნას მოსწავლეებში, არამედ მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასა და ტოლერანტობას ასწავლის მომავალ თაობას, მათ უნარ-ჩვევებს კი ამდიდრებს მრავალფეროვანი აქტივობებით“-აღნიშნავს მასწავლებელი მაია ქობულია.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203