დაგვას საჯარო სკოლის ექვსმა მასწავლებელმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა
24-11-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაგვას საჯარო სკოლის ექვსმა მასწავლებელმა გარე დაკვირვების გაკვეთილი წარმატებით ჩაატარა და დამკვირვებლებისგან დადებითი შეფასება მიიღო.

პედაგოგებს 4 კრედიტი მიენიჭათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ექვსივე მასწავლებელს სტატუსი შეეცვლება და წამყვანები გახდებიან.

წამყვანის სტატუსს მიიღებენ: დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლეილა მანველიძე, ქართული ენის მასწავლებელი რუსუდან ხარაზი, რუსული ენის მასწავლებელი ნანა ცინცაძე, რუსული ენის მასწავლებელი ანჟელიკა ლოკაევა, ინგლისური ენის მასწავლებელი მარიანა ართმელაძე და ისტორიის მასწავლებელი რუსუდან ჯიჯავაძე.

დირექცია ულოცავს პედაგოგებს მიღწეულ წარმატებას და შემდგომ პროფესიულ წინსვლას უსურვებს მათ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203