„ცოდნით ერთად ვამსხვრევთ სტერეოტიპებს“ - ხონის N2 სკოლის მოსწავლეებმა პროექტზე მუშაობა დაიწყეს
24-11-2020

„ცოდნით ერთად ვამსხვრევთ სტერეოტიპებს“ - აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა პროექტზე მუშაობა დაიწყეს. პროექტის მიზანია მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება, სასკოლო თემის გააქტიურება და სკოლაში დემოკრატიული გარემოს შექმნა.

„სტერეოტიპი წარმოადგენს განზოგადებულ აზრს ადამიანის გარკვეული პიროვნული თვისებების შესახებ. ამა თუ იმ მოქმედების დროს ჩვენი ყურადღება მიპყრობილია საზოგადოებისკენ და ვცდილობთ, დავიმსახუროთ მათი მოწონება ან ხშირ შემთხვევაში გვიპყრობს შიში მოსალოდნელი გაკიცხვის გამო, ამიტომ ვზღუდავთ საკუთარ თავს და ვსვამთ განსაზღვრულ ჩარჩოებში. სწორედ ამიტომ ამ პროექტის მიზანია არსებული პრობლემის მოგვარების გზების დადგენა, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება, სასკოლო თემის გააქტიურება და სკოლაში დემოკრატიული გარემოს შექმნა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203