ბეღლეთის საჯარო სკოლის დირექტორი მასწავლებლებს - მურად ძირკვაძესა და ნარგიზ კახაძეს გარე დაკვირვების წარმატებით გავლას ულოცავს
24-11-2020

ნადიმ ართმელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის ბეღლეთის საჯარო სკოლის ორმა მასწავლებელმა - მურად ძირკვაძემ და ნარგიზ კახაძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს და მათ წამყვანის სტატუსი მიენიჭებათ. დირექტორი რამაზ ლომიძე ამაყობს თავის პედკოლექტივით და ულოცავს მასწავლებლებს მიღწეულ წარმატებას.

„ძნელია, ისაუბრო ასეთ მდგოამრეობაში რაღაც კარგზე იმ ფონზე, როცა პანდემია ყოველმხვრივ გვიტევს, მაგრამ ორმაგად იზრდება პოზიტივი, როცა ახალ გამოწვევებს უმკლავდება პედაგოგი, მაშინ როცა ამდენ ნეგატივს ხედავ შენს ირგვლივ, მასწავლებელი მოწყდა მის ჩვეულ გარემოს, გეზღუდება თავისუფალი სივრცე და ასე შემდეგ, ასეთ სიტუაციაში პედაგოგი დგას მოწოდების სიმაღლეზე, გაითავისა შექმნილი მდგომარეობა, გადაალაგა და ახლიდან დაგეგმა სამუშაო რეჟიმი, მოერგო სრულიად ახალ სივრცეს და უფრო მეტიც, იმაღლებს კვალიფიკაციას.

მინდა მივულოცო ჩემი სკოლის ორ პედაგოგს: მურად ძირკვაძეს, მათემატიკის მასწავლებელსა და ნარგიზ კახაძეს, სკოლის ქართული ენა-ლიტერატურის მასწავლებელს გარე დაკვირვების წარმატებით გავლა და წამყვანი პედაგოგის პოზიციაზე გადასვლა. ვუსურვებ კვლავაც ნაყოფიერ მუშაობას“,-წერია დირექციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203