ჩხორიის საჯარო სკოლაში საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
24-11-2020

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლაში პროექტ „CTEL-ის“ („სამოქალაქო ტექნოლოგია და ინგლისური“) ფარგლებში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა, რომელიც მოიცავდა ინგლისურ ენას, სამოქალაქო განათლებასა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს (ინგლისურ ენაზე).

საგნების პედაგოგები არიან: ნინო ჯოჯუა, მაია არახამია და მზია ქარდავა.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სწავლების ინტეგრირებული მეთოდების დანერგვას და ინგლისური ენის პოპულარიზაციას.

გაკვეთილს ესწრებოდნენ პროექტის ხელმძღვანელი სტივენ გომესი და ინგლისური ენის ტრენერი, თარჯიმანი ეკა ტორჩინავა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203