
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგმა გვანცა აქიმიძემ გაიარა გარე დაკვირვების გაკვეთილი საინტერესოდ ჩაატარა.
დამკვირვებელმა მას პედაგოგიური უნარები დადებითად შეუფასა. მასწავლებელმა 4 კრედიტი დაიმსახურა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას წამყვანის სტატუსი მიენიჭება.
სკოლის დირექცია და მასწავლებლები ულოცავენ გვანცა აქიმიძეს მიღწეულ წარმატებას და შემდგომ პროფესიულ წინსვლას უსურვებენ მას.