აწყურის საჯარო სკოლის ოთხმა მასწავლებელმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა
24-11-2020

ახმეტის მუნიციპალიტეტის აწყურის საჯარო სკოლის ოთხმა მასწავლებელმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა. პედაგოგებმა დაგეგმილი გაკვეთილი საინტერესოდ ჩაატარეს და უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს.

ეს პედაგოგები არიან: თინათინ შამრელაშვილი, ნინო ბაბილაშვილი (ქართული ენა და ლიტერატურა), ბელა ბახბახაშვილი (მათემატიკა) და ნატო კაციაშვილი (ინგლისური).

აწყურის საჯარო სკოლის მასწავლებლები მუდმივად ზრუნავენ პროფესიულ წინსვლაზე და შესაბამის აქტივობებს და წარმატებით გადიან.

გარე დაკვირვება წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად ერთ-ერთი ძირითადი აქტივობაა. დირექცია ულოცავს მასწავლებლებს მიღწეულ წარმატებას და პროფესიულ წინსვლას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203