
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მუხურის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა ამავე სკოლის აღსაზრდელებს პრეზენტაციის საშუალებით გააცნეს „ბავშვთა უფლებათა კონვენცია“.
მოსწავლეებმა მიმოიხილეს დოკუმენტის შექმნის ისტორია და ყურადღება გაამახვილეს მის მნიშვნელობაზე.
„აქტივობა საინტერესო აღმოჩნდა მსმენელთათვის, ვინაიდან შეფასებები და საკუთარი ხედვები პრეზენტაციის დასასრულს როგორც მომხსენებლებმა, ასევე აუდიტორიამაც არ დაიშურა. მადლობა მოსწავლეებს აქტიობის პროცესში გამოჩენილი შრომისმოყვარეობისათვის.
პრეზენტაციის დასკვნით ნაწილში აღსაზრდელებს სამახსოვრო სიგელები გადაეცათ“,-გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები