
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოს საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლება აქტიურად მიმდინარეობს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, გასულ სასწავლო წელთან შედარებით, როდესაც დისტანციური სწავლება ჯერ კიდევ ახალი დანერგილი იყო, ამჯერად სასწავლო პროცესი უფრო წარმატებულად მიმდინარეობს.
„რომ შევადაროთ გასულ პერიოდს, როდესაც დისტანციური სწავლება იყო ახალი დანერგილი, მოსწავლეებმა უფრო მეტად შეძლეს ჩართულობა ამ პერიოდში. ისინი, ძირითადად, იყენებენ „თიმსის“ პროგრამას. გვყავს ისეთი მოსწავლეებიც, რომლებიც იყენებენ სოციალურ ქსელებს. ბავშვები უფრო მობილიზებულები არიან და ბევრად უკეთესი მდგომარეობაა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.