დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ღია ცის ქვეშ გურამ პეტრიაშვილის ზღაპარს გაეცნენ
24-11-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი საინტერესოდ დაიწყეს. სანამ შემოდგომის თბილი ამინდები ხელს უწყობდათ, მასწავლებლები მათ აქტივობებს ღია ცის ქვეშ სთავაზობდნენ.

„შემოდგომის ულამაზეს დღეს, როცა ჰაერში ყვითელი ფოთოლივით ფარფატებს სიყვარული, დაბა მახინჯაურის
საჯარო სკოლაში (დირექტორი ცირა ქობულაძე), რომელიც მწვანე კონცხის ულამაზეს სოფელში, სიმწვანეში და სილამაზეში ჩაფლული დაწყებითი სკოლაა... აქ ულამაზესი და მშვენიერი ბავშვები სწავლობენ... ბავშვები, რომლებიც მხოლოდ სიყვარულს აფრქვევენ. პატარებმა დიდი გულისყურით მოისმინეს გურამ პეტრიაშვილის ზღაპარი „პეპელა“ და თავად გადაწყვიტეს, ამავე ზღაპრის პერსონაჟების ნახატებით აუცილებლად ესტუმრონ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას. დიდი მადლობა ცირა ქობულაძეს ასეთი ლამაზი დახვედრისათვის“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203