
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებისა და კარიერული წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის პედაგოგმა ვალენტინა ბუზალაძემ გარე დაკვირვება დისტანციურად, წარმატებით გაიარა და სტატუსი აიმაღლა.
სკოლის დირექტორი ქეთევან თურქოშვილი და პედაგოგები ვალენტინა ბუზალაძეს კარიერულ წინსვლას ულოცავენ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.