თბილისის N14 სკოლის მოსწავლეებმა პროექტზე - „მე ვიცნობ ჩემს უფლებებს“ იმუშავეს
24-11-2020

თბილისის N14 საჯარო სკოლის მე-7³ კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების პროგრამის - „მომავლის თაობის“ ფარგლებში ონლაინ პროექტზე - „მე ვიცნობ ჩემს უფლებებს“ იმუშავეს.

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ადამიანის უფლებების, რასობრივი თანასწორობის, აზრის გამოხატვის თავისუფლების შესახებ; განიხილეს ბავშვთა უფლებათა კონვენცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია; იმსჯელეს და წარმოადგინეს ონლაინ პრეზენტაცია ჩანახატების სახით.​

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203