
ქუთაისის N26 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელმა მაკა ტრაპაიძემ და ბიოლოგიის პედაგოგმა თამილა ობოლაძემ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს.
სკოლის ადმინისტრაცია პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.