ვაჩნაძიანის საჯარო სკოლის დირექტორმა, ქეთევან ირომაშვილი-ჯაჭვაძემ და მასწავლებელმა, ლალი კედელაშვილმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს
24-11-2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებისა და კარიერული წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სკოლის დირექტორმა და მათემატიკის მასწავლებელმა, ქეთევან ირომაშვილი-ჯაჭვაძემ და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ლალი კედელაშვილმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს და სტატუსი აიმაღლეს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203