ქვემო სობისის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მასწავლებელ მზია ციცაგს გარე დაკვირვების წარმატებით გავლას ულოცავენ
24-11-2020

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სობისის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებისა და კარიერული წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სკოლის ისტორიის მასწავლებელმა, მზია ციცაგმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა. 

ქვემო სობისის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი მზია ციცაგს წარმატებას ულოცავს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203