დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლას კიდევ ერთი წამყვანი მასწავლებელი შეემატა
24-11-2020
დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლას კიდევ ერთი წამყვანი მასწავლებელი შეემატა. სტატუსი პედაგოგმა ეთო ალადაშვილმა აიმაღლა.
სკოლა პედაგოგს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.
„დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლას კიდევ ერთი წამყვანი მასწავლებელი შეემატა, დღეს ეთო ალადაშვილს მოუფრინდა სტატუსი, სხვანაირად ვერც წარმოვიდგენდით, რადგან იგი არის მიზანდასახული, ენერგიული, მოაზროვნე და თავისი საქმის, საგნის პროფესიონალი. გილოცავთ ეთო ამ წარმატებას, ვულოცავთ სკოლასაც და ყველაზე მთავარ მოქმედ გმირებს, შენს მოსწავლეებს“,- ნათქვამია მისალოც წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“