მუხურის N1 საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
23-11-2020

12 ნოემბერს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მანანა ხუციშვილის ინიციატივით საშემოდგომო ზეიმი გაიმართა.

სკოლის მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისით ჩაერთვნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება ძალიან საინტერესო და სახალისო იყო როგორც მონაწილეებისათვის, ისე დამსწრე საზოგადოებისთვის, რომელიც ძალიან კმაყოფილი დარჩა.

„დიდი მადლობა სკოლის სახელით ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს მანანა ხუციშვილს აღნიშნული აქტიობის დაგეგვმისა და განხორციელებისათვის“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203