იელის საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა ხვიბლიანი პედაგოგ ანა აბესაძეს გარე დაკვირვების წარმატებით გავლას ულოცავს
23-11-2020

მესტიის მუნიციპალიტეტის იელის საჯარო სკოლის პედაგოგმა ანა აბესაძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა. მასწავლებელი მათემატიკასა და დაწყებით კლასებს ასწავლის. მან გარე დაკვირვებისთვის გაკვეთილი მათემატიკაში ჩაატარა და დადებითი შეფასებაც მიიღო.

მასწავლებელს წამყვანის სტატუსი მიენიჭება.

სკოლის დირექტორი ლეილა ხვიბლიანი ულოცვას ანა აბესაძეს მიღწეულ წარმატებას.

„ანა „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში არის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების კოორდინატორი. კურირებს მესტიის 11 სკოლას, რომლებიც არიან ჩართული „ახალი სკოლის მოდელში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203