ნიგვზარის საჯარო სკოლას უნივერსიტეტისგან გრანტი გადაეცა
23-11-2020

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ​ ნიგვზარის საჯარო სკოლას თბილისის ღია უნივერსიტეტისგან გრანტი გადაეცა.

2020-21 სასწავლო წლის განმავლობაში აღნიშნული გრანტის ფარგლებში სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს და ამავე კლასების ისტორიის მასწავლებლებს სრულად დაუფინანსდებათ ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი პლატფორმა - hubu.ge.

სკოლის დირექცია უნივერსიტეტს გრანტისთვის მადლობას უხდის. 

„დიდი მადლობა თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ გიორგი ამილახვარს, იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც ნიგვზარის საჯარო სკოლის XI-XII კლასების მოსწავლეებსა და ისტორიის პედაგოგებს მისცა“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი ინა ბიწაძე. 

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203