მარტყოფის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ფოტოკონკურსში მონაწილეობენ
23-11-2020

„ფოტოამბები პანდემიის დროს“ - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ფოტოკონკურსში ჩაერთვნენ. მათ საინტერესო, კრეატიული და შინაარსიანი ფოტოები წარდგინეს კონკურსზე.

„ჩვენი სკოლის ოთხმა მოსწავლემ: მაია ითაშვილმა (IX კლასი), თამარი იობაშვილმა (X კლასი), ქეთი იორამაშვილმა (X კლასი) და ანი კეჟერაშვილმა (XI კლასი) მოწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ფოტოკონკურსში „ფოტოამბები პანდემიის დროს“.

ოთხივე საკონკურსო ფოტომ გაიმარჯვა კონკურსის სასკოლო ეტაპზე და გაიგზავნა გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრში შემდგომი საკონკურსო ეტაპების გასავლელად.

წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს კრეატიულ ბავშვებს“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.


იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203