
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორმეთის საჯარო სკოლის წარმომადგენელი დისტანციურ სწავლებასა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე საკუთარ ხედვას გვიზიარებს.
სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო რესურსებს სთავაზობენ.
„დღევანდელ რეალობაში კომპიუტერული ტექნოლოგიების გარეშე შეუძლებელია ნებისმიერი საქმიანობის წარმართვა, ამიტომ უმნიშვნელოვანესია განათლებაში ჩავრთოთ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, რადგან უზრუნველვყოთ მომავალი თაობის ინოვაციებთან და სამყაროს განვითარებასთან ადაპტაცია და ხელი შევუწყოთ მათ ინტეგრაციას მომავალ ციფრულ სამყაროში. ინფორმაციული ტექნოლოგიების და ინტერნეტის საშუალებით მოსწავლეებს შეუძლიათ, ჰქონდეთ წვდომა უსაზღვრო ინფორმაციაზე და იგი ხდება „საინფორმაციო საზოგადოების“ ნაწილი.
საჭიროების შემთხვევაში ყველა რესურსს გამოვიყენებთ სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად და სრულყოფილი განათლებისთვის“,- აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.