ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლე ამირან მაჭარაშვილი მასშტაბურ ონლაინ ჩემპიონატში საქართველოს სახელით მიიღებს მონაწილეობას
23-11-2020

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლე ამირან მაჭარაშვილი კოდორგის ჩემპიონატისთვის ემზადება. ჩემპიონატში, რომელიც დეკემბერში ჩატარდება მოსწავლე საქართველოს სახელით მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატი ევროპის მასშტაბით გაიმართება.

„მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს პირველად საქართველოში 10-15 წლის სკოლის მოსწავლეთათვის ონლაინ რეჟიმში ჩატარდა ჩემპიონატი Hour of Code (კოდის ერთი საათი). რომლის მიზანი იყო მოზარდ თაობაში ციფრული უნარების განვითარება და პროგრამირების პოპულარიზაცია.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის 7 კლასის მოსწავლემ ამირან მაჭარაშვილმა მესამე ადგილიც მოიპოვა. მას გადაეცა შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი და პრიზი - ვაუჩერი მაღაზია „ჰიპისაგან“. წარმატებები ვუსურვოთ ჩვენი სკოლის წარმატებულ მოსწავლეს, დიდი მადლობა ორგანიზატორებს და ბატონ დავით ნოზაძეს რომელმაც საშუალება მოგვცა რეგიონის მოსწავლეებსაც მიეღოთ ამ ჩემპიონატში მონაწილეობა. რა საამაყოა და გასახარია ასეთი შედეგი“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203