მუსხის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა, ნატო მაღრაძემ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
23-11-2020
ახალციხის მუნიციპალიტეტის მუსხის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა ნატო მაღრაძემ სტატუსი წარმატებით აიმაღლა. პედაგოგს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
მუსხის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ნატო მაღრაძეს პროფესიულ წინსვლას ულოცავს და წარმატებას უსურვებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“