
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აქუცის საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგმა მანანა ბოლქვაძემ სტატუსი აიმაღლა და წამყვანი მასწავლებელი გახდა.
პედაგოგი აქტიურად არის ჩართული პროფესიული წინსვლის სქემაში და სტატუსის ასამაღლებლად მან ყველა საჭირო კომპონენტი წარმატებით გაიარა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები ულოცავენ მანანა ბოლქვაძეს მიღწეულ წარმატებას და შემდგომ პროფესიულ წინსვლას უსურვებენ.