
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯალაბაშვილების საჯარო სკოლა აქტიურად აგრძელებს დისტანციურ სწავლებას.
პედაგოგები სასწავლო პროცესში იყენებენ სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმას, ისინი მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო რესურსებს აწვდიან.
მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან ონლაინ გაკვეთილებში და დავალებებსაც მონდომებით ასრულებენ.