
სეიდ გვარიშვილის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხალას საჯარო სკოლაში სწავლება დისტანციურად მიმდინარეობს.
პედაგოგებს ონალინ სწავლებასთან დაკავშირებით სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდათ. მათ გასულ სასწავლო წელთან შედარებით, მეტი გამოცდილება აქვთ, შესაბამისად, სასწავლო პროცესი გამართული და სრულყოფილია.
სწავლება მიმდინარეობს „თიმსის“ პროგრამაში. მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან რესურსებს სთავაზობენ.