„პედაგოგები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ მოსწავლეებმა სრულყოფილი განათლება მიიღონ“-მარადიდის საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლება აქტიურად მიმდინარეობს
23-11-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მარადიდის საჯარო სკოლაში სწავლება დისტანციურად მიმდინარეობს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, გასული სასწავლო წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, ამჟამად სასწავლო პროცესი უფრო გამართული და სრულყოფილია.

„სკოლის ყველა პედაგოგი, დირექცია და მოსწავლე ჩართულია სასწავლო პროცესში. პედაგოგები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ მოსწავლეებმა სრულყოფილი განათლება მიიღონ. ისინი სწავლის პროცესში იყენებენ სხვადასახვა ელექტორონულ პლატფორმას. ესენია: „თიმსი“, „მესენჯერი“, ტელესკოლა, მობილური ტელეფონი და სხვა“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი ესმა ჯაფარიძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203