
ქობულეთის მუნიციპალიტეტის კვირიკეს N1 საჯარო სკოლა აქტიურად და წარმატებულად აგრძელებს დისტანციურ სწავლებას. პედაგოგები ყველა საჭირო რესურსს იყენებენ სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მასწავლებლებს გასულ სასწავლო წელთან შედარებით აქვთ მეტი გამოცდილება დისტანციურ სწავლებაში, რასაც უზიარებენ თავიანთ მოსწავლეებს. ისინი ინტერნეტის პრობლემის გამო ზოგ შემთხვევაში მოსწავლეებთან საკომუნიკაციოდ იყენებენ მობილურ ტელეფონებსაც.